პირველ ტაიმში მასპინძლები მოისწრაფიშვილმა დააწინაურა, რომელმაც სხირტლაძის კარგი პასი მიიღო და პირისპირ გასულმა კანევცევის კარი დალაშქრა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ „დინამოს“ ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ იმრანის დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია. თუმცა, შესვენების შემდეგ სხირტლაძემ დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა. სტუმრებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კერესელიძე. შეცვლაზე შესულმა გაბედავამ გორელებს 88-ე წუთზე მესამე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თბილისის „დინამო“ 44 ქულით მეორე ადგილზეა და 26 აგვისტოს „საბურთალოს“ შეხვდება. „დილამ“ კი, რომელმაც მოკლე პერიოდში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა, ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, 34 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 25 აგვისტოს „სიონს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დილა 3:0
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (32), 2:0 სხირტლაძე (51), 3:0 გაბედავა (88)