ეროვნული ლიგის 22-ე ტურში სამი მატჩი გაიმართა.
ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "საბურთალოს" 3:2 სძლია და უახლოესი მდევარი თბილისის "დინამო" ისევ 9 ქულით ჩამოიტოვა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 3:2
გოლები: 1:0 რადინი (9), 2:0 ჯიღაური (45+2), 2:1 გოჩოლეიშვილი 47), 3:1 ბიძინაშვილი (71), 3:2 ტაბატაძე (76, პენ)
"ტორპედომ" აუტსაიდერი "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 30 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - ლოკომოტივი 3:1
გოლები: 0:1 გიორგაძე (14), 1:1 შერგელაშვილი
(20), 2:1 კუხიანიძე (56), 3:1 კუხიანიძე (87)
"გაგრასა" და "თელავის" დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა.
თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ხოსიტაშვილი (34), 1:1 ყაველაშვილი (83)