ზიმბაბვეს ნაკრების მცველი ალეკ მუდიმუ "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს:
"ზიმბამბველი ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუ დედაქალაქურ “საბურთალოში” ითამაშებს – 27 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე დღეა თბილისურ კლუბში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მუდიმუ 2021 წელს ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა. იმერულ კლუბამდე ცენტრალური მცველი თურქულ”ანკარასფორის” ღირსებას იცავდა, მანამდე კი მოლდოვურ “შერიფში” ასპარეზობდა.
ალეკ მუდიმუს ზიმბაბვეს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული".
ალეკ მუდიმუს ზიმბაბვეს ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული".