ზედიზედ მესამედ - თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა, "საბურთალო" კი დამარცხდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „საბურთალო“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ლამაზი სანახავი იყო, პირობითი სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მე-20 წუთზე კამარამ დააწინაურა, 26-ე წუთზე მისი პასით მეტოქის კარი იმრანმა დალაშქრა, 32-ე წუთზე კი ერთი საპასუხო გოლი გოჩოლეიშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეიცვალა და ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.

თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 47 ქულით მეორე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალომ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცა
და, 30 ქულით ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზეა და 30 აგვისტოს გასვლაზე „დილას“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

საბურთალო - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 კამარა (20), 0:2 იმრანი (26), 1:2 გოჩოლეიშვილი (32)

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა აზრი აქვს მზე მფლობელი ჭიას მაისში გაუშვებს ... მერე გამოვა იტირებს ყველას შეგვაცოდებს თავს და ჩვენც შეგვეცოდებაა :))
bejo
00:33 27-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული