მატჩი ლამაზი სანახავი იყო, პირობითი სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მე-20 წუთზე კამარამ დააწინაურა, 26-ე წუთზე მისი პასით მეტოქის კარი იმრანმა დალაშქრა, 32-ე წუთზე კი ერთი საპასუხო გოლი გოჩოლეიშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეიცვალა და ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 47 ქულით მეორე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალომ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცა
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 კამარა (20), 0:2 იმრანი (26), 1:2 გოჩოლეიშვილი (32)