ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ორი მატჩი გაიმართა.
„ტორპედო“ „სამგურალთან“ 89-ე წუთამდე 1:2-ს აგებდა, შემდეგ ახვლედიანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეცვლაზე შესულმა მჭედლიძემ კომპენსირებულ დროში თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - სამგურალი 3:2
გოლები: 0:1 რუხაძე (12), 1:1 მანჯგალაძე (45+1), 1:2 პატარკაციშვილი (74), 2:2 ახვლედიანი (89), 3:2 მჭედლიძე (90+1)
აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომდგენლები „სიონი“ და „გაგრა“ კი დაზავდნენ - 0:0.