სენსაცია - "სამგურალმა" ჩემპიონი გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „სამგურალმა“ სახლში ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ შეცვლაზე შესულმა სტრელნიკმა კომპენსირებულ დროში ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდმა ერთ შეხვედრაში სამი გოლი 2019 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ბათუმის „დინამო“ 57 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს და 10 სექტემბერს „გაგრას“ უმასპინძლებს, 42 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „სამგურალი“ კი იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 3:0

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (9), 2:0 ჯერალდო (30), 3:0 ბაშელეიშვილი (68)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბათუმის მენეჯმენტი ფსკერზე დაეშვა. გუნდი ფაქტიურად დეგრადირდა, უამბიციო კანტორად გადაიქცა
ბათუმი
22:22 06-09-2022
0
სენსაცია ეგ კი არაა რომ წავაგეთ არამედ ის რომ ამ მკვდარი მწვრთნელით კიდევ პირველზე ვართ)
აჭარელი
18:37 06-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული