"სამგურალმა" განელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
განელი ნახევარმცველი ელვის საკი კარიერას "სამგურალში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი საიტით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალმა" 25 წლის განელი ლეგიონერი ელვის საკი დაიმატა. საკი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და ბოლოს ისრაელის პირველი ლიგის აფულას "ჰაპოელში" თამაშობდა.

"სამგურალის" ახალწვეულის პროფესიული კარიერა სამშობლოში კლუბ "FC Cheetah"- ში დაიწყო, საიდანაც 2017 წელს გადავიდა თურქულ "მალთეპესპორში". მისი მოდევნო კლუბი იყო კვიპროსული "ლარნაკა". კვიპროსიდან მალტაში გადაინაცვლა და "გზირა იუნაიტედსა" და "ატლეტიკში" -ში ითამაშა.

2020 წლიდან ელვის საკი ისრაელის ჩემპიონატში თამაშობდა. იქ ჯერ ფეთაჰ თიკვას "მაკაბის"
ღირსებას იცავდა, შემდეგ კი აფულას "აპოელში" ირიცხებოდა. ისრაელიდან კარიერა სლოვენიურ "პრიმორიეში" უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და საკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "სამგურალში" ჩაირიცხა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ხარაჩოებიდან ჩამოხსნილ ლეგიონერებს რით ვერ გადაეჩვია ქართული გუნდები. თუ ფული არ გყოფნის 10 000 დოლარი მიცე ხელფასი რაც მხოლოდ სამ გუნდს ააქ სამწუხაროდ საქართველოში, დინამოებს და პლიუს ტორპედოს (სამივეს ფულიანი ინვესტორი ყავს, ჩვენი ლიგის კვალობაზე). ერთწლიანი იჯარით სივიანი ფეხბურთელი მაინც დაიყაბულეთ ერთი იყოს მარა ძლიერი ლეგიონერი და გამართლებულიც არის ოდნავ მეტი ხელფასი მოიძიო მისთვის, ვიდრე კაცი გუგლშიც კი რო არ იძებნება ის ადგილობრივზე არაფრით აღმატებული რო არ იქნება ეს ცხადზე უცხადესი ხომ არის და გუნდს ვერაფრით რომ ვერ გააძლიერებს. მხოლოდ ფინანსები არ არის ჩვენი კლუბების პრობლება მენეჯერები რომლებიც მათ ყავთ აშკარად სხვა პროფესიის არიან ვიდრე ფეხბურთის.
Dyogene
03:14 17-09-2022
0
ნუ სელექცია აქვს ქართულ კლუბებს სასწაული!გორის დილამ ულეგიონეროდ ითამაშა პლეი ოფი.თან რა გუნდები გამოაგდო.ნუ შეგვაძულეთ ფეხბურთი და სტადიონზე მოსვლა!!!
გიორგი IV
08:35 17-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული