"ტორპედომ" ლიდერ ბათუმის "დინამოსაც" სძლია და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა.

„ტორპედომ“ ზესტაფონში გიგაურის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით ლიდერი ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

„ტორპედომ“ ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 43 ქულით მესამე ადგილზეა და 2 ოქტომბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, 60 ქულით ლიდერია და იმავე დღეს ბოლნისში „სიონს“ დაუპირისპირდება.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: გიგაური (27)

„სიონისა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - სიონი 2:2
გოლები: 1:0 ძებნიაური (43,
პენ), 1:1 ნ.ხორხელი (52), 2:1 მახარობლიძე (54), 2:2 ნ. ხორხელი (68, პენ)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩხეტოს ეფექტი + კარგად დაკომფლექტებული შემადგენლობა ღრმა სკამით შედეგი სახეზეა. ყველა ასპექტში აჯობა მოქმედ ჩემპიონს ფიზიკურად გაცილებით ძლიერად გამოიყურებოდა მეტოქეზე მეტი მომენტები შექმნა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ბევრი ვერ შეძლებს ასე მიყოლებით 10 მატჩში 8 თამაში მოიგო რომელ ლიგაშიც არ უნდა იყო, ეს ძლიერ გუნდებს შეუძლიათ. ძალიან მეიმედება თქვენი 2-3 კარგი ლეგიონერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და ეს გუნდი ნამუსს მოწმენდს საქართველოს ევროტურბირებზე.
Charley
18:24 18-09-2022
4
რა უაზროდ გაანიავა ბათუმმა უპირატესობა, დილასთანაც გაუმართლა! რავი გუნდს გავაძლიერებო იბრიქებოდა კლუბის პრეზიდენტი და ფაქტია რომ ძალიან სუსტად თამაშობს ბათუმი. თასიდანაც დინამომ გამოაგდო. ბევრია გასაშვები ბათუმიდან, ფლამარიონიც ვეღარ თამაშობს! ჯიბეზე ხელი თუ არ წაიკრა კლუბის პრეზიდენტმა დინამო თბილისია ჩემპიონი.
zaza
18:11 18-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული