თბილისის „დინამომ“, რომელიც დებიუტში კირკიტაძის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, „გაგრას“ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი საჯარიმოდან მექვაბიშვილმა გაიტანა. აღასანიშნავია, რომ მსაჯმა 74-ე წუთზე „გაგრას“ მცველი ნოზაძე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (თბ) 0:1
გოლი: მექვაბიშვილი (50)
გაძევება: კირკიტაძე (6, დინამო), ნოზაძე (74, გაგრა)
„საბურთალომ“ სტუმრად „თელავი“ 3:0 დაამარცხა.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 გოჩოლეიშვილი (24), 0:2 გულიაშვილი (47), 0:3 შ. ნონიკაშვილი (78)
გაძევება: ჩუკვურა (33, თელავი)