თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.

თბილისის „დინამომ“, რომელიც დებიუტში კირკიტაძის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, „გაგრას“ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი საჯარიმოდან მექვაბიშვილმა გაიტანა. აღასანიშნავია, რომ მსაჯმა 74-ე წუთზე „გაგრას“ მცველი ნოზაძე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (თბ) 0:1
გოლი: მექვაბიშვილი (50)
გაძევება: კირკიტაძე (6, დინამო), ნოზაძე (74, გაგრა)

„საბურთალომ“ სტუმრად „თელავი“ 3:0 დაამარცხა.

თელავი. „კავკასიონი
არენა“

თელავი - საბურთალო 0:3
გოლები: 0:1 გოჩოლეიშვილი (24), 0:2 გულიაშვილი (47), 0:3 შ. ნონიკაშვილი (78)
გაძევება: ჩუკვურა (33, თელავი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ მერამდენე თამაშს აგებს გაგრა მისი ახალგაზრდა მწვრთნელს აკლია გამოცდილება უმაღლესში თამაშის არა და ერთი შეხედვით ცუდი გუნდი არ არის გაგრა როცა კაცი ნაკლულ გუნდს ეთამაშები უნდა გააძლიერო შეტევა მან ეს დააგვიანა შეცვლებზე ვსაუბრობ სანამ არ გაუგდეს ფეხბურთელი მერე გვიანი იყო
მიხო
13:36 19-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული