"ლოკომოტივში" ისევ მწვრთნელი შეცვალეს - ამჯერად გუნდი მინაშვილს ჩააბარეს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელად გიორგი მინაშვილი დანიშნეს - ამის შესახებ ინფორმაციას" კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"გიორგი მინაშვილი "ლოკომოტივის" ახალი მთავარი მწვრთნელია. მინაშვილი წლების მანძილზე "ლოკომოტივის" აკადემიის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და პარალელურად აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მუშაობდა. წარმატებები, გიორგი".

"ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის აუტსაიდერია და ამ სეზონში სამი მწვრთნელის სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ, გუნდი მინაშვილს ჩააბარეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მორიგი ექსპერიმენტი ლოკოზე არა მგონია სასიკეთოდ დასრულდეს. მწვრთნელების შეცვლა პანტაპუნტით არ უშველის გუნდს. ცუდია რომ ლოკოს ხელმძღვანელობა ამას ვერ ხვდება
ექსპერიმენტები ლოკოზე
09:26 25-09-2022
0

სიახლეები პოპულარული