ნიგერიელი მცველი "სამგურალში" ითამაშებს

AutoSharing Option
"სამგურალი" 18 წლის ნიგერიელი ლეგიონერით აროვოლო ჯამიუთი გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალმა" 18 წლის ნიგერიელი ცენტრალური მცველი აროვოლო ჯამიუ დაიმატა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად გუნდის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

ჯამიუმ ფეხბურთის თამაში ნიგერიის ყველაზე დიდ ქალაქში ლაგოსში დაიწყო და რეგიონის ერთ–ერთ საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში "Clique sports academy"-ში ვარჯიშობდა.

ტანმაღალი მცველი (196 სმ) საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა და "სამგურალთან" ერთადაც ვარჯიშობდა, თუმცა მისი დამატება მხოლოდ წლეულს მოხერხდა.

ჯამიუმ "სამგურალის" რიგებში რამდენიმე
ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ითამაშა "სამგურალი 2"-ის რიგებშიც და "დიდუბეს" წინააღმდეგ გოლიც გაიტანა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე მოედნის საფარისთვის რომ მიგეხედათ არ იქნებოდა ურიგომ.როგორც ამბობენ,თეატრი იწყება ვეშოლკიდან.
კახა ქ.
04:05 29-09-2022
0
ვაი თქვენს პატრონს! ბიჭოს, საიდან გამოჩხრიკავთ ამ აფრიკელებს, ერთი ეს გამაგებინეთ რა? დავიჯერო, საქართველოში ნიჭიერი ქართველები დაგველია?! კარგით რა, მართლა და მართლა!
ვაა?
23:05 28-09-2022
15

სიახლეები პოპულარული