კაცნაკლულმა "დილამ" "ტორპედოს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა.

თავიდან მასპინძლები დუბლით კაპანაძემ დააწინაურა, არაბიძემ ანგარიში შეამცირა, შემდეგ კი მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გორელთა მეკარე კანევცევი გააძევა. სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლენ, სახიფათოდ ვერ უტევდნენ, ხოლო „დილას“ კონტრიერიშისას მესამე გოლის გატანა შეეძლო, როდესაც პირისპირ გასულ გეილის გატანა კვასხვაძემ არ დაანება. ეგ იყო და ეგ და ამით შეწყდა „ტორპედოს“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია (7 მოგება და 2 ფრე).

„დილა“ 46 ქულით მესამე ადგილზეა და 16 ოქტომბერს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება, 44 ქულით მეოთხე
პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ კი იმავე დღეს „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 კაპანაძე (11), 2:0 კაპანაძე (22), 2:1 არაბიძე (23)
გაძევება: კანევცევი (25)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
შერცხვა ტორპედოს დილას მეკარე უმიზეზოდ რომ გაუგდეს და თამაში დათმეს ჯენლტმენურად მოიქცნენ
ზაზა
13:01 08-10-2022
1
Ამ ტორპედოს რატო ეხმარებიან ყველა თამაშში ვერ ვიგებ.გუნდი გასაგდები იყო ეროვნული ლიგიდან და ყველა ღონე იხმარეს და არ გააგდეს.მარტვილის მერანთან მოაგებინეს.ყველა თამაშში მსაჯი ტორპედოს მხარეს არი...რატომ? Მეკარე არ იყო გასაგდები.მსაჯები ტორპედოს ფორმით რო გამოვიდნენ ხოლმე მინდერზა არ აჯობებს?
Ბაბუაწვერა
05:38 08-10-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული