"ტორპედო" "დინამოს" წინააღმდეგ - საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
20 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ტორპედო - დინამო თბილისი
ლოკომოტივი 2 - საბურთალო

ცნობილია 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქი. ფინალური შეხვედრა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება და მასპინძლის სტატუსით ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 2
ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

ინფორმაციის წყარო: Gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედო- დინამო ფინალში აჯობებდა ...
bejo
20 ოქტომბერი 2022 17:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული