"დილამ" "სიონს" მოუგო, "გაგრა"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. გორის "დილამ" ბოლნისში მოუგო "სიონს", ხოლო "გაგრა"-"სამგურალი' ფრედ დასრულდა. შორიდან გატანილი ლამაზი გოლები ვნახეთ...

სიონი - დილა 1:2

"დილამ" ორი მარცხის მერე მოგების გემო გაიხსენა: სტუმრად "სიონს" 2:1 სძლია. პირველ ტაიმში გორელები ცოტნე მოსიაშვილმა დააწინაურა შორიდან გატანილი ლამაზი გოლით... ეს მოსიაშვილის პირველი გოლია მიმდინარე ლიგაში.

"სიონმა" ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრა, კერძოდ, ივან ფოცხვერიამ პენალტი გამოიყენა.

გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე სენეგალელმა ონორე გომისმა გაიტანა თავურით
- 1:2.

"დილა" მეოთხე ადგილზეა, ხოლო "სიონი" - მერვეზე. ბოლნისელებს 9 ტურია არ მოუგიათ, ბოლოს სწორედ "დილას" სძლიეს სტუმრად (2:1).

გაგრა - სამგურალი 1:1

თბილისის "დინამო არენაზე" "გაგრა" "სამგურალს" შეხვდა და ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

"გაგრა" 71-ე წუთზე ოთარ ფარულავამ დააწინაურა შორეული დარტყმით. 85-ეზე კი წყალტუბოელთა ბრაზილიელმა შემტევმა ჯეფერსონ ჯერალდომ პენალტით გაათანაბრა. ეს ჯერალდოს მეშვიდე გოლია სეზონში და აქედან 3 "გაგრას" გაუტანა. პენალტის ეპიზოდში "გაგრელთა" ფეხბურთელი გიორგი გვიშიანიც გააძევეს ხელით თამაშისთვის...

"გაგრა" ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ხოლო "სამგურალი" მესამე პოზიციაზეა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
9 ათასიანი ხელფასის მქონე "დილა", 600-900 ლარიან "სიონს" მოუგებდა აბა რა. ის ლოგო ყვითელ მაისურზე რას აკეთებს ვერ ვხვდები, ენტუზიასტები გასაგებია, მაგრამ ესე გაწირო გუნდი?
კოტე
11:23 31-10-2022
0
სამგურალმა და უნამუსო მსაჯმა ყველაფერი იკადრეს თამაშის მოგებისთვის ბუხაიძეს ლავიწის ძვალი მოტეხეს სხვა ფეხბურთელებსაც ტრამვა აკიდეს ასე გუნდს წირავდნენ არ ვიცი უბრალოდ ბესომ გაგრის პრეზიდენტმა ეს გუნდი შექმნა არაფრისგან და ასე უხდიან მადლობას ნამუსი სულ დაკარგეს ამ არა კაცებმა იმის მაგივრად გვერდით დაუდგენ პირიქით იქცევიან მანდამაინც უნდათ დაანებოს თავი გუნდს მაგალითი ბევრი გვაქვს საჩხერე გურია ფოთი და სხვა გუნდები
ბაჩო
01:11 31-10-2022
0

სიახლეები პოპულარული