დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. შემტევი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართვას 2023 წლიდან შეძლებს.

ვაგნერ გონსალვეშის ბოლო კლუბი მაკედონიური "შკენდია" გახლდათ, რომელსაც იგი მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში მან მაკედონიაში 14 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ზოგადად მის საკლუბო კარიერას, ბრაზილიელი შემტევი ფრანგული "ბასტიას" აღზრდილია. ამის შემდეგ იყო თბილისის "საბურთალო", ბელგიური "სერკლ ბრიუგე", ბათუმის "დინამო", უკრაინული "კრივბასი" და "დნიპრო-1".

ვაგნერ გონსალვეშის ბოლო ქართული კლუბი კიგორის "დილაა", სადაც მან 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე რვა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლდათ.

ბრაზილიელი თბილისის "საბურთალოსთან" ერთად 2018-19 წლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრაზილიაში ვარ და გამოგიგზავნით თუ გინდათ ✊
0
თუ ვიცოდე, რა დავწერო, რა...
100%
21:48 09-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული