"თელავთან" დაკარგული ქულები თბილისის "დინამოს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის „დინამოსა“ და „თელავის“ მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მოულოდნელად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს და შეიძლება დღეს დაკარგული ქულები სეზონის ბოლოს ძვირად დაუჯდეთ.

თბილისის „დინამო“ 76 ქულით ლიდერია და 26 ნოემბერს წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება. 12 ნოემბერს ბათუმის "დინამო" "სამგურალს" მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში თბილისის "დინამოს" დამატებითი მაჩვენებლებით გაასწრებს.

35 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ მომავალ ტურში „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - თელავი 1:1
გოლები: 1:0 იმრანი
(20), 1:1 ქავთარაძე (50, პენ)

მკითხველის კომენტარები / 10 /
კამარა მომიკითხეთ კახეთიდან!
jordan beli
09:11 11-11-2022
0
რომან სულ გწერდი თუ კითხულობდი კომენტარებს, ჭიაბრიშვილმა დღევანდელ თამაშზე დაკარგა საჩემპიონო ქულები, იმიტომ რომ სასტარტო შემადგენლობას ვერ აყენებს, ჯობია ახლა დაითხოვო გუნდიდან როცა უჭირს მაშინ შეყავს სხირტლაძე, კუცია და გაბედავა როცა ეს ხალხი სასტარტოში უნდა დააყენოს და არა ლეგიონერები რომლებიც არაფრის მაქნისნი არიან. ეს იმის ბრალია რომ სასტარტოს შერჩევაში ერევა თქვენი დირექტორატი , კერძოდ ზაზა დოლიძე, რომელსაც აქვს ინტერესი ლეგიონერების ჩამოყვანის თაობაზე, ჯობია მოიშორო , სულ ასეთ დღეში იქნები …
ვახო
21:45 10-11-2022
3

სიახლეები პოპულარული