მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მოულოდნელად მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს და შეიძლება დღეს დაკარგული ქულები სეზონის ბოლოს ძვირად დაუჯდეთ.
თბილისის „დინამო“ 76 ქულით ლიდერია და 26 ნოემბერს წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება. 12 ნოემბერს ბათუმის "დინამო" "სამგურალს" მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში თბილისის "დინამოს" დამატებითი მაჩვენებლებით გაასწრებს.
35 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ მომავალ ტურში „დილას“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - თელავი 1:1გოლები: 1:0 იმრანი (20), 1:1 ქავთარაძე (50, პენ)