"მოედანზე შევარდნა და ვანდალიზმი მიუღებელია" - სფფ-ის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" ნამატჩევს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:

"ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე, მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
სტადიონს შეეშვით,აჩიას ამოსცხეთ ერთი 200000,დამიჯერეთ უფრო მტკივნეული იქნება მისთვის)
გიუშა
09:47 16-11-2022
0
ეხლა ვხდები რამხელა როლს თამაშობდა ჯ.ბაკურიძე...აცხონოს უფალმა,რაც ის გარდაიცვალა ბათუმში ნორმალური ფეხბურთელი არ ჩამოსულა,კვარას და ზურიკოს არ ვთვლი,ისინი გავლით იყვნენ))
გიუშა
09:45 16-11-2022
1

სიახლეები პოპულარული