![](https://sportall.ge/pictures/image5/588d19e14f0cf509e2260dcc8ad2a298.jpg)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" ნამატჩევს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:
"ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე, მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ".