თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
პირველი 10 არ იᲗვლება.. ერᲗი გუნდი იყო მაᲨᲘნ.. Ანუ 9 გზის Ჩემპიონია. ვოლოცავ!
გრიᲨო
04 დეკემბერი 2022 00:03
1
Აუ რა დრეში ხართ ბათუმელებო?რამ დაგაბოღმათ?არსებობის მანძილზე ერთხელ რაღაცა გააკეთეთ და მართლა რეალი ხო არ გგონიათ ეგ თქვენი გუნდი?ერთი ბათუმელი არა გყავთ გუნდში და ვის გულშემატკივრობთ რო წაიღეთ ტვინი თქვენი გულშემატკივრობით?არსებობის მანძილზე ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი არა გყოლიათ ხალხო რა ფეხბურთზე მელაპარაკებით?წადით რა ითამაშეთ ბალახის ჰოკეი
ბაბუაწვერა
03 დეკემბერი 2022 22:26
8
ჩემპიონატის კვალობაზე ყავდათ ადგილობრივი კაი ფეხბურთელები. მაგალითად : მახარაძე,ტუღუში,ტოგონიძე…
თბილისი
04 დეკემბერი 2022 08:10
0
რა ფასი აქვს ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობას, ვინმემ შეიძლება გვითხრას?
Odala
03 დეკემბერი 2022 22:09
4
ევროტურნირების დროს ექსკურსიაზე მიდიხარ სადმე, ისიც ერთხელ - მეტ ეტაპს ვერ ლახაცენ და
Leonardo
04 დეკემბერი 2022 01:03
0
ევროპა მსოფლიო დაბყობრილი იქნება.......
jorj
03 დეკემბერი 2022 20:58
0
რა მოსატანია,მაგრამ მაინც...არ შეიძლება რეპორტაჟი აღმოსავლეთ ტრიბუნიდან გადაიღონ? ის ერთი კინკილა გულშემატკივარი მაინც გამოჩნდება დას.ტრიბუნაზე რომ არის.
ლევან
03 დეკემბერი 2022 20:16
1
ვულოცავ დინამოს ჩემპიონობას, მიუხედავად მრავალი პრობლემებისა მაინც ბოლომდე იბრძოლეს.
ბათუმის დინამომ კი მხოლოდ დამსახურებილი მეორე ადგილი დაიკავა, ფეხბურთელებსი დაყიდვა გაშვების მერე, ეს კლუბი ამ წლით ჩემპიონობას არ იმსახურებდა ხოლო მაყურებელმა დღეს საერთოდ გვერდი უქცია 743 კაცი იყო 20 000-იან ბათუმის სტადიონზე საყურებლად, თუმცა ბოლო წუთამდე იყო შანსი!
Jango
03 დეკემბერი 2022 20:12
3
აუფ აუფ აუფ ძლივს ლიგაზე წარმომადგენელი გვეყოლება ... ქვეჯგუფს ვგულისხმობ ))))
bejo
03 დეკემბერი 2022 20:05
0
ვულოცავ დინამოს მაგრამ ტრაგედიაა რომ საყვარელი გუნდის ჩემპიონობა არ გაგიხარდება :( სამწუხაროდ ფიფიას ხელში ამ გუნდს მომავალი არ აქვს
გუჯი
03 დეკემბერი 2022 19:46
1
შენს ხელში ხომ გახდება უკეთესი დინამო? ჰოდა ადექი და გამოისყიდე მისგან, ეს კერძო საკუთრების კლუბია დიდი ხანია და თუ გამოსყიდვა არ შეგიძლია, სტადიონზე არ დადიხარ და ბილეთში ფულს არ იხდი,მხოლოდ იუთუბზე უყურებ მატჩებს,რა პრეტენზია გაქვს?
სხვა გუნდს უგულშემატკივრე. 1981 წელი და ბოლო ტიტული 41 წლის წინ იყო,რით ვერ გაიგეთ და რით ვერ მოინელეთ?
Jango
03 დეკემბერი 2022 20:08
10
დინამო თბილისი როცა გყავს ეროვნული კიგის ჩემპიონად აი მაგიტომ გვაქვს კარგად საქმე.მერე გავლენ კლაქსვიკთან შეგვარცხვენენ,თავს ჩახრიან,სიგარეტის ფულს დაითრევენ და წამოვლენ.ეგაა ქართული ფეხბურთი.არანაირი ჟილკა,არანაირი ტალანტი ( ერთი თუ გამოერია ისიც მიდის) და კორუმპირებული პოლიტიკა…
Sht
03 დეკემბერი 2022 19:35
2
საჩემპიონო სვლა არ დაგავიწყდეთ დედაქალაქის ქუჩებში)))დამიჯერეთ ბევრი რამ აქვთ სათქმელი გულშემატკივრებს)))
P.S. გორის დილას ვულოცავ მესამე ადგილს,ის მომენტია როცა გუნდი ჩემპიონსაც ჯობია და ვიცე ჩემპიონსაც
გიუშა
03 დეკემბერი 2022 19:07
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული