კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.
დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.
მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.
მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.
ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ბათუმის დინამომ კი მხოლოდ დამსახურებილი მეორე ადგილი დაიკავა, ფეხბურთელებსი დაყიდვა გაშვების მერე, ეს კლუბი ამ წლით ჩემპიონობას არ იმსახურებდა ხოლო მაყურებელმა დღეს საერთოდ გვერდი უქცია 743 კაცი იყო 20 000-იან ბათუმის სტადიონზე საყურებლად, თუმცა ბოლო წუთამდე იყო შანსი!
სხვა გუნდს უგულშემატკივრე. 1981 წელი და ბოლო ტიტული 41 წლის წინ იყო,რით ვერ გაიგეთ და რით ვერ მოინელეთ?
P.S. გორის დილას ვულოცავ მესამე ადგილს,ის მომენტია როცა გუნდი ჩემპიონსაც ჯობია და ვიცე ჩემპიონსაც