თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
პირველი 10 არ იᲗვლება.. ერᲗი გუნდი იყო მაᲨᲘნ.. Ანუ 9 გზის Ჩემპიონია. ვოლოცავ!
გრიᲨო
00:03 04-12-2022
1
Აუ რა დრეში ხართ ბათუმელებო?რამ დაგაბოღმათ?არსებობის მანძილზე ერთხელ რაღაცა გააკეთეთ და მართლა რეალი ხო არ გგონიათ ეგ თქვენი გუნდი?ერთი ბათუმელი არა გყავთ გუნდში და ვის გულშემატკივრობთ რო წაიღეთ ტვინი თქვენი გულშემატკივრობით?არსებობის მანძილზე ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი არა გყოლიათ ხალხო რა ფეხბურთზე მელაპარაკებით?წადით რა ითამაშეთ ბალახის ჰოკეი
ბაბუაწვერა
22:26 03-12-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული