თბილისის "დინამოში" 2021 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნდა

AutoSharing Option
ზორან მარუშიჩი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

მარუშიჩი "დინამოს" ღირსებას უახლოეს წარსულში იცავდა, 2021 წლის სეზონში მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა. 16 გატანილი გოლით კი, სერბი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ზორან მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ "ნავბაჰორში" გაატარა, სადაც მან 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3
საგოლე გადაცემა შეასრულა.

"დინამოში" დაბრუნდების შემდეგ ზორან მარუშიჩმა პირველი კომენტარი გააკეთა:

ზორან მარუშიჩი: "დინამოში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. მოტივირებული ვარ, რომ ბევრი ვიშრომო და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო."

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
საუკუნის დაბრუნება !!!
dima
02:08 26-12-2022
0
თავმოყვარეობას თავი გავანებოთ,არის მარუშიჩი ის დონე,დინამოს ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში დაეხმაროს?ხომ იყო დინამოში და რა?რაც მაშინ იყო,ახლაც იგივე იქნება.ფიფიას ურჩევნია,ფული კარგი მენეჯერის მოყვანაზე დახარჯოს,რომელიც ორ სამ წელიწადში,რაღაც მყარ კოლექტივს ჩამოაყალიბებს 3-4 ნორმალური ლეგიონერის და მათ გვერდით პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდების(შესაძლოა უცხოელებისაც) საშუალებით,რომლებიც თუნდაც სეზონნახევარი მაინც დარჩებიან დინამოში და ჯერ აქ დადებენ რაღაც შედეგს,მერე კი,უკვე საკმაოდ დონე ამაღლებულები,უცხოეთში ისე წავლენ,დინამოსაც მისცემენ შემოსავალს და თვითონაც იხეირებენ.საამისოდ,მათთან ნორმალურად დალაპარაკება და დინამოსთან ხანგრძლივი კონტრაქტის დადება დაეხმარებათ
სოსო
17:56 25-12-2022
0

სიახლეები პოპულარული