"სამგურალი" ძმები ხორხელებით გაძლიერდა

AutoSharing Option
ნიკა და ლუკა ხორხელები "სამგურალის" ფეხბურთელები გახდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალი" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველებით, ნიკა და ლუკა ხორხელებით გაძლიერდა. ფეხბურთელებმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ძმები ხორხელები ჩვენს გუნდში ბოლნისის "სიონიდან" გადმოვიდნენ.

გასულ სეზონში ძმები ბოლნისური გუნდის ლიდერები და ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ.

21 წლის ნიკა ხორხელმა განვლილ ჩემპიონატში - 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნიკამ ახალგაზრდულ ნაკრებში 5 შეხვედრა ჩაატარა. დებიუტი უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში
ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

22 წლის ლუკა ხორხელმა გასული ჩემპიონატის 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მან ახალგაზრდულ ნაკრებში 4 შეხვედრა ჩაატარა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ სამგურალი.ევროთასებზე გასული დილადან და ბათუმიდან ჯერ მხოლოდ წამსვლელები დაანონსდა და სამგურალმა კი ორი საკმაოდ ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი დაიმატა,რომლებიც ყველა ევროთასებზე გასულ გუნდს გააძლეიერებდა,მაგრამ სად ეჩქარებათ,ალბათ ჯერ ჩამოწერილ და უკლუბოდ მყოფ ფეხბურთელებს დაეძებენ...
master
18:51 26-12-2022
0
ტორპედოს მესვეურებს გძინავთ??სულ ვამბობდი ძმები ხორხელები ტორპედოს მოერგებოდენ ახვლედიანი და კაბალერო წინ დიდი ძალა იქნებოდა,მარა ნახავს ვიღაცას ჩამოწერილ 40 წლის ყოფილ ტორპედოელს და მოიყვანენ,
დათო
23:54 26-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული