ბათუმის "დინამომ" მუხრან ბაგრატიონი და 2 ლეგიონერი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა, საიდანაც 2 ლეგიონერია.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზღვისპირულ გუნდში ჩაირიცხა, 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონია.

ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. მასთან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება 2-წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ბათუმელთა რიგებს შეემატა 27 წლის ბელორუსი გოლკიპერი ანტონ ჩიჩკანი. მან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჩიჩკანი გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ეროვნული ლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.

მას კარიერის
განმავლობაში რუსული "უფას", ბელორუსული "ბატეს", ასევე "სმოლევიჩის" ღირსება დაუცავს. 

"დინამოში" მისული კიდევ ერთი ლეგიონერი 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი (იხილეთ სტატიის ფოტოზე) გახლავთ. მანაც ჩიჩკანის მსგავსი კონტრაქტი გააფორმა.

ჰაიდინი მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა და ბოლოს "ვოზდოვაცში" ირიცხებოდა. უასპარეზია ასევე "ცრვენა ზვეზდაში", სერბულ "სპარტაკში", "პაზოვაში", "ბასკსა" და "ზემუნში".

აქვე გვეტყვით, რომ "დინამოს" რიგები უკრაინელმა მცველმა ოლეკსანდრ აზაცკიმ დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა ბათუმელთა მაისურით 65 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ისევ ბაგრატიონი თუ უშველით..ის ორი რატომ დაიმატეს არ ვიცი ახალგაზრდა და პერსპექტიულები არ არიან სათანადო გამოცდილებაც არ აქვთ..მიზანმიმართულად ხდება ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანა ჩვენ გუნდებში, მაგრამ მიზანს ვერ ვხვდები, ფულს ათეთრებენ თუ რას შვებიან.
ზურა
11:15 29-12-2022
3
სად პოულობენ ამ ფეხბურთელებს გაუგონარ კლუბებში რომ თამაშობდნენ.ვინ ურჩევს ამათ როგორ მაინტერესებს.
კახა ქ.
05:07 29-12-2022
7

სიახლეები პოპულარული