მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო "დილაში" მუშაობას გააგრძელებს, - ამის შესახებ კლუბი ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ჩვენს კლუბსა და ანდრეი დემჩენკოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
ანდრეი "დილაში" მუშაობას კვლავ გააგრძელებს. მოხარულები ვართ ანდრეისთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კლუბთან ერთად".