"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

AutoSharing Option
"ტორპედო" ჩრდილომაკედონიელი შემტევით, დაშმირ ელეზით გაძლიერდა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედომ" სატრანსფერო ბაზარზე საქმიანობა აქტიურად დაიწყო. გუნდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელთან აწარმოებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

მომდევნო სეზონში ტორპედოელთა ღირსებას 18 წლის ჩრდილომაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომლიც გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააძლიერებს. გუნდის ახალწვეული, "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა. წარმატებით გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბსა და ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
Ტალანტი არ დიპლიპიტო.გჯერათ ვინმეს რო ტალანტი აქ ჩამოვა?
Ლ.გიო
19:57 11-01-2023
8
რამოდენიმე ტრანსფერი გვჭირდება კიდევ ეროვნული ლიგიდან წამყვან ჩემპიონატებში, რომ ჩვენი ჩემპიონატით დაინტერესდნენ ხარისხიანი ლეგიონერები ტრამპლინად რომ გამოიყენონ ეროვნული ლიგა, შემდეგ დონეც აიწევს შესაბამისად, რომ იქნება დაინტერესება და ჩვენს ჩემპიონატს წამყვანი ჩემპიონატების სკაუტები აქტიურად დააკვირდებიან, ქართველი ახალგაზრდებიც უფრო მეტ ხანს გაჩერდებიან და არ დაიწყებენ სხვა დაბალი დონის ჩემპიონატებში გახიზვნას, ტრამპლინისთვის რომ ეძებენ და იმის იმედი ექნებათ, რომ აქედანაც შეუძლიათ მაღალი დონის ჩემპიონატში გადასვლა.
anti
18:22 11-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული