

წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე (ასისტენტებთან ერთად) აღარ იქნება და ის 37 გიორგი ჭელიძემ ჩაანაცვლა, რომელიც Pro-ლიცენზიის მქონე, ძლიერ სპეციალისტად მიიჩნევა. ცვლილებაა სხვა პოზიციებზეც. "სამგურალის" სპორტულ დირექტორად ახლო წარსულში ცნობილი ფორვარდი, საქართველოს ნაკრების ექსწევრი მიხეილ აშვეთია დაინიშნა.

"სამგურალში", ისევე, როგორც სხვა კლუბებში, მოსამზადებელ ეტაპზე სატრანსფერო სიახლეებს ველით. ძმები ხორხელების გადაბირების შესახებ უკვე მოგეხსენებათ.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ 40 წლის ასაკში გრიგოლ დოლიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. "სამგურალში" ტრანსფერები უნდა გაგრძელდეს და ჩვენი ინფორმაციით, გუნდში მალე ბრაზილიელ ფეხბურთელსაც ელიან.
იმერული კლუბი ჯერ ადგილზე ემზადება, 15 იანვრიდან კი ანტალიაში გაემგზავრება.