ბათუმის "დინამომ" ლუკა ზარანდიასთან ხელშეკრულების გაფორმება დაადასტურა:
"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის თავდამსხმელი ლუკა ზარანდია დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს".
ზარანდია ბოლოს პოლონეთის "კორონაში" თამაშობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.
Სიმართლე ეს არი და თუ გინდა გესიამოვნოთ ვიტყვი-საქართველოს ნაკრებების ფეხბურთელები სუ ტორპედოს,ბათუმის დინამოს და სამგურალის გაზრდილები არიან.