

ლუიშ ფერნანდო ნასიმენტო და სილვა ამპლუით მარცხენა მცველია. 2000 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ფეხბურთელის სიმაღლე 183 სმ-ია. ბული რიო-დე-ჟანეიროს "ბოავიშტას" ფეხბურთელი იყო და იჯარით სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბში გამოდიოდა. მისი ძირითადი კარიერა სერია "დ"-ში ვითარდებოდა და ბრაზილიის თასზეც უასპარეზია.
რაც შეეხება წყალტუბოს "სამგურალს", გიორგი მიქაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე იმყოფება.