ნიჭიერი და ტექნიკური შემტევი - "ტორპედოს" ბრაზილიელი ახალწვეულის მომენტები გასული სეზონიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც უკვე ვწერდით, ქუთაისის "ტორპედომ" 20 წლის (დღეს შეუსრულდა, დაბადების დღე აქვს) შემტევი კაიკე დავიდ ფერეირა დაიმატა.

ის სამი სეზონის განმავლობაში იჯარით "ფლამენგოში" ასპარეზობდა, რომელსაც ვადა 2023 წლის იანვარში გაუვიდა.

დავიდი ბრაზილიური "ნოვა იგაუჩას" საკთრებაა და ის ქართულ გუნდში 1,5-წლიანი იჯარით ითამაშებს. გთავაზობთ ფეხბურთელის მომენტებს 2022 წლის სეზონიდან.

alt"ტორპედომ" "ფლამენგოს შემტევი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქუთათურებო,მთელი ცხოვრებაა ქართულ ფეხბურთს ვქომაგობ.ყველა კლუბს ვგულშემატკივრობ ვინც ევროტურნირზე გამოდის და ყოველ წელს მაქვს იმედი რომ სადმე გავალთ.გისურვებთ გამარჯვებას ევროტურნირებზე და წინსვლას ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ,ისევე როგორც ჩემ თბილისის დინამოს,ბათუმს,გორს და მომავალი წლიდან კიდევ სხვებს…
qomagi
22 იანვარი 2023 23:27
0
თამაშობს აშკარაა,თან შეზღუდულად შეცვლებზე და ამ დროს ვერ ავლენ ადამიანი ბოლომდე,იმედია აქ გაიხსნება და ტორპედო რო არ ხუმრობს ნაღდია პირველ რიგში თავის მევრთნელით და გულშემატკივრით...და ლეგიონერებით პლუს არაბიძე მგონი თუ მოედანი რიონის პირა ღორღზე არ ათამაშებენ ერთერთი ლამაზი და შედეგიანი გუნდი უნდა მივიღოთ!! ამ დროს ბათუმი გადგა გვერდზე მერე იქნება სხვა ვერ გაქაჩავს და ეგ კლავს ამ ჩემპს რო სამი წელი ვერ გავაქაჩინეთ რო კონკურეციაში გაზრდა და კონკურენტის დამმარცება უნდა შეძლოს სულ ერთია ვინ რომ ევროზე ჯანით გავიდეთ,20 თამაშ წაუგებელი გავა და მოგვიგებს ვინმე რატო ბედის ბრალია სუდიის არა იმიტო რომ იმ 20 დან 17 ს უკონკურენტობით გაქ მოგებული და ინერციით და რეალურ ძალას არ ვერ აღიქვავ და რა მოგვდის ლაპარაკიც არ მინდა,წარმატება ვინც ქართულ ფეხბურთს ტრაკს წამოაწევინებს სახელმწიფოსგან მის ბიზნეს თუ მის სახელს ხელი უნდა შეეწყოს ითქვას რომ ეს კაცი დიდ საქმეს აკეთებს,არაა ხალხო აქ გასვლაზე. სტადიონზე წასვლას რო დაგეგმავს ახლგაზრდა და მეგობარს დაპატიჟებს და იმ საღამოს არ შერცხვება შემდეგ კვირას ის მოთხოვს წაყვანას,სტადიონზე უნდა ვიაროთ ისეთი ფონი უნდა შეიქმნას რო ახალგაზრდობამ სტადიონზე წასვლას ელოდებოდეს თორე ყველა ოჯახთან(ში) თუ არა მეტადონის და ქსინის თაობას ვზრდით დაღუპულია ერი გაიგეთ!!!მაპატიეთ:((
მირო
22 იანვარი 2023 17:50
0
შეგვძლებია ხარისხიანი ლეგიონერის ჩამოყვანა ... პროსტა რანაირად ჩამოიყვანეს საინტერესოა როგორ შეძლეს
bejo
22 იანვარი 2023 17:00
1
თამაშის მანერით მუქკანიანი კვარაა!
ყოჩაღ ტორპედო!
ვაჟა მასწავლებელი
22 იანვარი 2023 15:14
2
ნელი ტემპი და ბურთის გორება თუ გააგრძელეს ქართულმა გუნდებმა ვუნც გინდა ჩამოიყვანე
???
22 იანვარი 2023 14:41
1
ვულოცავ დავიდს დაბადების დღეს და წარმატებას ვუსურვებ ტორპედოში. ყოჩაღ ტორპედოს ასეთი ფეხბურთელის შეძენისათვის. ჩემთვის უფრო სასიხარულო ის არის რომ ეს ფეხბურთელი პირდაპირ ბრაზილიიდან მოიყვანეს. ეს ნიშნავს ვიღაც ჩვენ ქვეყნიდან გავიდა ფეხბურთელების ჩამისაყვანად ბრაზილიაში და იმედია ეს პირველი არ იქნება. კარგი იქნება ვინმე აფრიკის ქვეყნებსაც თუ მიაქცევს ყურადღებას.
G.LA
22 იანვარი 2023 14:23
1
ტორპედომ ჩემპიონობისკენ უნდა გაიწიოს წელს. თბილისის დინამომ ბირთვი შეინარჩუნა და მგონია ამ ორს შორის იქნება ჭიდილი
რაბუ
22 იანვარი 2023 12:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული