ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ძალიან შორს არც ზაფხულია, როცა ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვებიან. პრობლემებზე საუბარი და მისი განხილვა მუდმივად უნდა ხდებოდეს და არა წარუმატებლობისა თუ მარცხის შემდეგ. ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა გიორგი მიქაძემ, რომელიც ბოლოს წყალტუბოს "სამგურალს" წვრთნიდა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საინტერესოდ ისაუბრა:
"წარმატების მისაღწევად დიდი ფულია საჭირო, რაც ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის პრობლემაა. "სამგურალის" ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, ფეხბურთელებთან ერთის ნაცვლად, რამდენიმეწლიანი ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა. დიდი საქმეები ერთ და ორ წელიწადში არ კეთდება.
"სამგურალში" მყავდა კარგი მოთამაშე ლუქმან გილმორი, რომელიც სწორედ ხელფასის
გამო ვერ შევინარჩუნეთ. მან მითხრა, აფრიკიდან ჩემი თანხით ჩამოვედი, ავტომანქანაც არ შემიძენია და ფინანსები ჩემთვის ბევრს ნიშნავსო. ის კარგი ბიჭია, ქართულიც ისწავლა, თუმცა ლატვიაში უკეთესი პირობები შესთავაზეს და კარიერა "ლიეპაიაში" განაგრძო...
ზოგადად, ჩემთან მუშაობით ფეხბურთელებმა პროგრესი აჩვენეს და მათ მოთხოვნილებები გაეზარდათ."
შეგახსენებთ, ქართული კლუბები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადიან, ეროვნული ლიგა კი თებერვლის ბოლოს განახლდება.
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება