რაშია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა? - სირთულეებზე მუდმივად საუბარი!..

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ძალიან შორს არც ზაფხულია, როცა ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვებიან. პრობლემებზე საუბარი და მისი განხილვა მუდმივად უნდა ხდებოდეს და არა წარუმატებლობისა თუ მარცხის შემდეგ. ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა გიორგი მიქაძემ, რომელიც ბოლოს წყალტუბოს "სამგურალს" წვრთნიდა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საინტერესოდ ისაუბრა:

Sportall.Ge

"წარმატების მისაღწევად დიდი ფულია საჭირო, რაც ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის პრობლემაა. "სამგურალის" ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, ფეხბურთელებთან ერთის ნაცვლად, რამდენიმეწლიანი ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა. დიდი საქმეები ერთ და ორ წელიწადში არ კეთდება. 

"სამგურალში" მყავდა კარგი მოთამაშე ლუქმან გილმორი, რომელიც სწორედ ხელფასის
გამო ვერ შევინარჩუნეთ. მან მითხრა, აფრიკიდან ჩემი თანხით ჩამოვედი, ავტომანქანაც არ შემიძენია და ფინანსები ჩემთვის ბევრს ნიშნავსო. ის კარგი ბიჭია, ქართულიც ისწავლა, თუმცა ლატვიაში უკეთესი პირობები შესთავაზეს და კარიერა "ლიეპაიაში" განაგრძო...

Sportall.Ge

ზოგადად, ჩემთან მუშაობით ფეხბურთელებმა პროგრესი აჩვენეს და მათ მოთხოვნილებები გაეზარდათ."

შეგახსენებთ, ქართული კლუბები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადიან, ეროვნული ლიგა კი თებერვლის ბოლოს განახლდება.

altსაქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოველთვს ათასგვარ პრობლემაზე საუბრობს ყველა, მაგრამ მთავარი ავიწყდებათ, დამიჯერეთ ყველაზე დიდი პრობპემა არის რომ მინდვრები სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ ორი-სამი სტადიონის გარდა არის უვარგისი სათამაშოთ. რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა ჩამოიყვანო სანამ მინდვრების პრობლემა 90%ით მაინც არ გამოსწორდება, ვერასდროს ვერ განვვითარდებით გინდ დაიჯერეთ გინდ არა. რატომღაც ამ მთავარ პრობლემას ყველა გვერდს უვლის და ხან ცუდ ლეგიონერებზე საუბრობენ, ხან ცუდ მწვრთნელებზე, ხან ცუდ მსაჯობაზე. არა მეგობრებო ფეხბურთელი ვერ განვითარდება ასეთ მოედნებზე და სანამ ასე იქნება, ვერაფერი გვიშველის. რათქმაუნდა ფინანსებია ამისთვის საჭირო კი, მაგრამ პირველი რაც ფინანსებით უნდა გაკეთდეს არის რომ მინდვრები ავიყვანოთ იმ სტანდარტებში რა სტანდარტებშიც ფეხბურთელი შეძლებს ბუნებრივი დაბრკოლებები უკან მოიტოვოს და მაქსიმალური პოტენციალი გამოავლიოს თავისი შესაძლებლობის.
გულშემატკივარი
11:23 24-01-2023
0
ბავშვთა ფეხბურთში, უცხოელი სპეციალისტები გვჭირდება. ან ჩვენების გადამზადება საზღვარგარეთ.
მორიელი
10:04 24-01-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული