"ტორპედოში" 18 წლის ჩრდილომაკედონიელი ტალანტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
"Facebook-გვერდ" 90 წუთი/90 min.-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი ფეხბურთელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის ამჟამინდელმა მფლობელმა ახალგაზრდა შემტევის დამატების შესახებ 10 იანვარს გვაუწყა, თუმცა ზემოთ აღნიშნული გვერდი ახლა წერს:

"ქუთაისის "ტორპედოში" 18 წლის მაკედონიელი თავდამსხმელის, დაშმირ ელეზის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე არ იმყოფება.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელმა საქართველოსთან ადაპტაცია ვერ გაიარა, რადგან ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე დღეში, მამა გარდაეცვალა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ გარემოს ვეღარ ტოვებს და "ტორპედოს" ზარებს აღარ პასუხობს", - წერია
პოსტში.

alt"ტორპედომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც "გარდიანის" ვერსიით, მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
Ყიფიანის წასვლის მერე რომელმა თქვენმა ტალანტმა ითამაშა ფეხბურთი?
Მანუჩარაო...ისე მესხიც იქნება ქუთეისში ნამყოფი და იამანიძე,ღოღობერიძე...
Ტორპედოს სკოლაო-რა სკოლა გაქვთ მაგისთანა?დაგავიწყდა ცოტა ხნის წინ ძეხვისა და პურის ფული არა გქონდათ ფეხბურთელებისთვის რო გეჭამათ?ყარაულიდან დაწყებული ყველა ლეგიონერი გიჩიოდათ დაგავიწყდათ? Ყველა ჩამოყვანილი ლეგიონერის ფული ბიუჯეტიდან რო დაფინანსდა დაგავიწყდათ?მშიერ ხალხს ლუკმა გამოაცალეთ და ვიღაც გადამთიელებს ჩვენი ჯიბიდან გადაუხადეთ.და აქ სკოლაო.კი ვიცით თქვენი სკოლს.საბჭოთა დროიდან მოსყიდული თამაშების სკოლა.
სოსო-ს
06:46 25-01-2023
3
რატომ გვიყვარს ქართველებს არაფრისგან საკამათო თემის შექმნა?
კომენტარში, IRAKLA-მ იგულისხმა, რომ ქართული კლუბების ბიუჯეტიდან გამომდინარე ევროპული ტალანტის შეძენა ნაკლებად სავარაუდოაო. და არა ის, თითქოს ქუთაისში საფეხბურთო ტალანტები არ იბადებიან. ნახევარი თბილისის დინამო (იგივე, მაშინდელი საქართველოს ნაკრები) სულაც ქუთაისელი ბიჭები არ იყვნენ? თან როგორი ბიჭები.
მიშა
06:15 25-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული