თბილისის "დინამომ" "ბაშაკშეჰირის" მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ფრანსის ნზაბა კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს, კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს სტამბოლის "ბაშაკშეჰირიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

"დინამოში" გადმოსვლის შემდეგ, გუნდის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

აქვე მივესალმები "დინამოს" გულშემატკივრებს - თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო", - თქვა ნზაბამ.

თურქეთის სუპერლიგამდე ფრანსის ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, "ბაშაკშეჰირს"
კი 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, მიმდინარე სეზონში კი მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ფრანსის ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.

კონგოელი ცენტრალური მცველი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

Fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
სად პოულობენ ასეთ ან კლუბს ან ფეხბურთელს....
კახა ქ.
10:39 08-02-2023
0
მიხარია,მაგრამ ეს იჯარით დამატებები არანაერი სიახლის მომასწავლებელი არ ჩანს.1 წლიანი ფეხბურთელები ყოველი ევროტურნირის საკვალიფიკაციოს წინ მოყავთ და შემდეგ მალევე უშვებენ.იმედია ამ შემთხვევაში სხვა დინამო გვეყოლება ლიგის შესარჩევში.
qomagi
16:31 25-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული