თბილისის "დინამომ" "ბაშაკშეჰირის" მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ფრანსის ნზაბა კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს, კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს სტამბოლის "ბაშაკშეჰირიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

"დინამოში" გადმოსვლის შემდეგ, გუნდის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

აქვე მივესალმები "დინამოს" გულშემატკივრებს - თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო", - თქვა ნზაბამ.

თურქეთის სუპერლიგამდე ფრანსის ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, "ბაშაკშეჰირს"
კი 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, მიმდინარე სეზონში კი მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ფრანსის ნზაბას კონგოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს გამართული.

კონგოელი ცენტრალური მცველი "დინამოს" თურქულ შეკრებაზე, უახლოეს დღეებში შეუერთდება და გუნდთან ერთად 2023 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

Fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
სად პოულობენ ასეთ ან კლუბს ან ფეხბურთელს....
კახა ქ.
08 თებერვალი 2023 10:39
0
მიხარია,მაგრამ ეს იჯარით დამატებები არანაერი სიახლის მომასწავლებელი არ ჩანს.1 წლიანი ფეხბურთელები ყოველი ევროტურნირის საკვალიფიკაციოს წინ მოყავთ და შემდეგ მალევე უშვებენ.იმედია ამ შემთხვევაში სხვა დინამო გვეყოლება ლიგის შესარჩევში.
qomagi
25 იანვარი 2023 16:31
0
ხალხო კლუბების ასეთი წინსვლა გახსოვთ ოდესმე? ამას დანახვა უნდა. ფინანსურად მოძლიერდნენ კლუბები. რათქმაუნდა მეტის მოლოდინში ვართ ყველა. აგერ ცრვენა ზვეზდასთან მაგრად ითამაშა დინამომ და მცველის შეცდომის ხარჯზე გაუშვა გოლი და რეაგირებაც შესაბამისი მოახდინა. წესით, ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში!
ლაშა
24 იანვარი 2023 21:10
10
ფულის ხარჯვა წინსვლას არ ნიშნავს,აბანოში გამოჩნდება წინსვლა იქნება თუ არა,როდესაც დაიწყება სეზონი. ქართული კლუბების მფლობელებს ჰგონიათ ძლიერ გუნდს შექმნიან თუ 2-3 თვით ადრე ევროსეზონამდე ფულს დახარჯავენ უაზროდ და პირველივე წრეში გამოვარდნის შემდეგ ისევ გაყიდიან ან გაუშვებენ მწვრთნელებს და ლეგიონერებს,რომ მომდევნოს სეზონში იგივე სისულელე გააკეთონ, ფიფია უკვე 10 წელზე მეტია დაკავებულია მსგავსი მენეჯმენტით.იმედია ეღირსება დინამოს ოდესმე ისევ წარმატება
საქართველო
25 იანვარი 2023 06:26
0
კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი . კონგო არაფერ შუაშია .....
jorj
24 იანვარი 2023 20:18
2
კარგით რაა იგივე ამბავი - ნორმალური გუნდიდანო და ასაკობრივის ფეხბურთელებს იმატებენ, ძირითად გუნდში 3 თამაში? არ გინდათ თქვენ წინსვლა და რ ვქნათ
???
24 იანვარი 2023 19:02
8
წელს კარგი გუნდი სჩანს დინამო და კიდე თუ გაძლიერდება არ იქნება ურიგო
რაბუ
24 იანვარი 2023 18:15
1
Arc kofili klubi daewuneba da arc asaki mxolod misi aseti dabali girebuleba mafiqrebs 75 atasi dzalian cotaa,igive poziciaze dinamoshi qartveli bichebis fasebi 400 atasia da ertis million naxevaric...
Givi
24 იანვარი 2023 18:11
2
მაგ კრიტერიუმით კვარა ვერასოდეს გახდებოდა დიდი გუნდის წევრი. ნაპოლის სარეზერვო ფეხბურთელები იყიდება 8-10 მილიონ ევროდ. ასე რომ 20 წლის ასაკში ფასი ძალიან მაცდური კრიტერიუმია. ტრანსფერმარკეტი გერმანული ორგანიზაციაა და ევროპელებს უაზროდ გაბერილ ფასებს ადებს, აფრიკა და აზია ძალიან დაჩაგრული ყავს
თორნიკე
24 იანვარი 2023 19:57
6
მერამდენედ უკვე აფრიკელი? ბარემღა გაუშვით ყველა გუნდებიდან ქართველი ფეხბურთელები და გახდეს ჩვენი ჩემპიონატი, აფრიკელების და ბრაზილიელების ნაზავისგან, შემდგარი ჩემიონატი. ამას უკვე სავალაო მდგომარეობა ქვია!
rezi
24 იანვარი 2023 16:55
25
წინ დინამო
გიორგი
24 იანვარი 2023 16:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული