ბათუმის "დინამო" სერბი ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" სერბი ფეხბურთელი დაიმატა, - ამის შესახებ ზღვისპირული კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი - ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.

ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ "მარიბორიდან".

ტანმაღალი ვიდაკოვიჩი (193 სმ) ადრე "ვოზდოვაცში", ობრენოვაცის "რადნიჩკიში", კულას "ჰაიდუკსა" და სუბოტიცის "სპარტაკში" თამაშობდა, რომლისგანაც "მარიბორმა" 2022 წლის ივლისში 450 ათას ევროდ შეიძინა და სამსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პო ბალშომუ გუგუჩაძეს არაფერს ვერჩი, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც სხვა მერჩივნა. ბათუმისთვის რაღაც საეტაპო მომენტია და სიახლეს, რაღაც ალტერნატივას ნაღდად ვისურვებდი. აი დაახლოებით გორის ან სამგურალის ამბავში . მათ თამაშში მეტი სიცხადე იკვეთება,ნამუშევარი ჩანს, იკითხება და სავარაუდოდ არის რაღაც პროგრესის სივრცეც.დინამოს დარესტარტებულ პროეტში ბევრია გაუგებარი. საით მიდის პროცესი არაა ნათელი, არაა დასმული აქცენტები. რჩება შთაბეჭდილება რომ გეგუჩაძის ყველაფერი უკვე ვნახეთ, მეტი რესურსის შანსი თითქოს აღარაა. პირადად მე არ მჯერავს მაინც ამ პროექტის, მთლად კლინიკა თუ არა წრეზე სიარულთან მაინც ასოცირდება. იმედია ვცდები.
ამატაკი
23:19 26-01-2023
1
ყველაზე მეტად რა მიკვირს იცით? ღუდუშაური უყიდია ბერიძეს კი არ აუყვანია თავისუფალი აგენტი?
roma bejanidze
08:43 26-01-2023
0

სიახლეები პოპულარული