"ტორპედომ" ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
"ტორპედო" ალბანელი ფეხბურთელით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"არდიტ ტოლი "ტორპედოს" ფეხბურთელია! 25 წლის ალბანელი საყრდენი ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ტოლი გასულ სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის "ვორსკლას" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა.

წარმატებებს ვუსურვებთ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელს, არდიტ ტოლის, "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

ტოლი ადრე ბერძნული "კისამიკოსისა" და "კალამატას", აგრეთვე, "ტირანას" ღირსებას იცავდა, ალბანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასე მოიყვანენ ვიღაცეებს,მერე ეს ლეგიონერები იჩივლებენ და დაიწყება ისევ წუწუნი,ტირილი,გოდება და მუქარა-ჩქარა ფეხბურთის აკვანი იშლება და მოგვხედეთო. Მერე ბიუჯეტიდან მშიერი ხალხის ფულით გადაუხდიან ხელფასებს ამ ლეგიონერებს და ისევ იჩივლებენ ყარაულები და მზარეულები და ისევ არ ექნებათ ძეხვისა და ცხელი შოთის პურის ფული რომ ფეხბურთელები გამოკვებონ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ როგორც ყოველთვის
Მერაბი
01 თებერვალი 2023 17:03
4
წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება ალბანელ ფანებს ამას ნაკრებში, რომ მიიწვევენ, იტყვიან ბიჭო საქართველოს ჭ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს რა უნდა ნაკრებშიო.DDDDDDDDDDDDDDDD
ეეე
31 იანვარი 2023 20:59
26
Anj: Antei

საერთოდ სხვაგან ხარ ... განა ვინმე ტორპედოზე წერს ცუდს უბრალოდ ჭ კლასია საქართველოს ჩემპი ... მითუმეტეს ტორპედო გაგონილიც არ ექნებათ ახალგაზრდა ალბანელებს ხოოოდა ...
ჩვენ რო ვწერთ ხოლმე ალბანეთში გადავარგებულ ქართველებზე ჭ კლასში გადავიდაო რა უნდა ნაკრებშიო ასე დაწერს ალბანელიც ჩვენზეოოო ეგ ეწრა მაგ ვიღაცას კომენტარში...
რაც შეეხება ტორპედოს იმედი მაქვს გავა კონფერენსზე ... თასის ფინალშიც მაგრად ვბალეშიკობდი და დიდი იმედი მაქვს რომ გაგვახარებს სრულიად საქართველოს
bejo
01 თებერვალი 2023 17:00
1
ისეთე არაფერი დაგიწერია ამდენი დისლაიქი, რომ მიგეღო. ალბანეთის ლიგაც გვისწრებს სამწუხაროდ და მაკრებიც წინ არის საერთო შედეგებით დ რეიტინგში. არ აწიკვინდნენ ახლა აქ ვიღაცები. ესაა ობოექტური რეალობა, რომელსაც ვიღაცების უაზრო გამოხყომები ვერ ცვლის...
დათო
01 თებერვალი 2023 09:33
5
ყველა გამოხმაურება
Rac vnaxe torpedo im fexburtelebs imatebs visi fasic tandatan matulobs da ara piriqit,anu chamowerilebi ar mokavt rac dzalian swori politikaa, sxva saqmea vin rogor gaamartlebs, magram aseti midgomit mjera karg shedegebs dadeben.
Givi
31 იანვარი 2023 20:41
1
წარმატებები მას ტორპედოსთან ერთად. კიდევ აანონსებენ ლეგიონერების ტრანსფერებს , ამ გუნდის ხელმძღვანელები კარგად მუშაობენ ბაზარზე, არც ფულს არ იშურებენ როგორც გარედან ჩანს, რომ ეს კლუბი წარმატებულად აქციონ როგორც შიდა ასევე ევროტურნირებზე. და დიდი იმედია ეს გაწეული შრომა შედეგს აუცილებლად მოიტანს რაც პირდაპირ აისახება ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟზე.
Charley
31 იანვარი 2023 20:17
0
კარგი ლეგიონერი ფლანგის მცველები, მარცხენა შემტევი და მეკარე სჭირდება ტორპედოს, ზაფხულში 1-2 კაცსაც დაიმატებს საევროტურნიროდ და შეიძლება ჯგუფიც დადოს...
ვენეციის კომისია
31 იანვარი 2023 19:27
0

სიახლეები პოპულარული