ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ნიკა კაჭარავა ტორპედოს ფეხბურთელია - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"29 წლის შემტევი, გუნდთან ერთად იმყოფება და აქტიურად განაგრძობს მოსამზადებელ პერიოდს.

კაჭარავას კარიერის მანძილზე რუსული კლუბების გარდა, ნათამაშები აქვს პოლონურ "ლეხსა" და "კორონაში", კვიპროსულ "ანორთოსისში" და ბერძნულ "ეთნიკოსში". იყო საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება კომპანია "ბენე სპორტის" უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.

წარმატებებს ვუსურვებთ ნიკას "ტორპედოს" დიდ ოჯახში!"

მკითხველის კომენტარები / 9 /
მამამისმა უჩალიჩა. რა კაჭარავა რი კაჭარავა. კორეის მე 2 ლიგის გუნდის ძირითადშიც ვერ მოიაზრებოდა ის კი არადა შეცვლაზეც არ გამოყავდათ
ზაზა
18 თებერვალი 2023 19:32
1
ეგრე იოლი არაა გაუშვას დაიმატოს,ამ ყველაფერ ფინანსები ჭირდება!!!!!!!!
555555
17 თებერვალი 2023 16:18
0
Ტორპედოს თუ უნდა ძლიერ გუნდად წარმოჩინდეს უნდა გაუშვას ჩხეტიანი,რომელიც ძალიან სუსტი მწვრთნელია,უნდა გაუშვას კვასხვაძე და დაიმატოს ძლიერი მეკარე.ქიმაძე,კუხიანიძე,მანჯგალაძე საერთოდ გუნშინწინდელი დღეა ფეხბურთში
ბაბუაწვერა
12 თებერვალი 2023 13:20
2
100%
გიგი
15 თებერვალი 2023 11:03
0
ტურისტია რა შიდა ტურიზმით დაინტეტესდა ბოლო დროს და ჩამოვიდა, ტორპედოზე რას ვიტყვი და სპორტული დირექტორის ინტერესები იკვეთება!! არარის ეგ კაცი პროფესიონალი სხვა საქმე მოძებნოს
მოხეტიალე მაჩვი
12 თებერვალი 2023 09:33
1
იდეაში მჭედლიძეს სხვა პრობლემები აქვს სავარაუდოდ სრული დატვირთვით ვერც ემზადება და ვერც თამაშობს ... ამას კიდე ჰქონდა კარგი პერიოდები და ნორმალურ ფორმაშივ იყო თუ მოინდომებს რაღაცა გამოუვა მაგრამ ზვედათ თუ ჩამოვა არაფერი გამოუვა ბევრი შრომა დასჭირდება ... ისე ის ახვლედიანი უფრო იმედისმომცემი იყო მგონი რავი ზამენიდან მაგრად ჩაერთო რამდენიც ტორპედოს თამაში ვნახე ... ეხლა რას შვება ისევ მანდაა ??
bejo
11 თებერვალი 2023 22:15
0
ეგ ვერაა კარგი ამბავი...მაგის გატანილი გოლი წვალების გარეშე მე არ მინახავს...რად უნდოდათ ვერ ვხვდები
რობი
11 თებერვალი 2023 21:34
10
კლუბი რომელსაც ამბიცია და სამომავლო გეგმები აქვს ფორვარდად კაჭარავას დონის ფეხბურთელი არ უნდა მოიყვანოს.ამას კლასით ისევ მჭედლიძე ჯობდა.და საერთოდ რამდენი ტრანსფერი განახორციელა კლუბმა და ბირთვი ისევ მანჯგალაძე,გიგაური,კვასხვაძე და ა.შ ფეხბურთელებია.რეალურად მეკარე,ცენტრალური მცველი,ორივე ფლანგის მცველი და ფორვარდი სჭირდება გუნდს.
Მეზღვაური
11 თებერვალი 2023 20:33
3
კარგით რა მჭედლიძე ვერაფერში გამოიყენეთ და ამან რა უნდა ქნას?
ეეე
11 თებერვალი 2023 19:53
3

სიახლეები პოპულარული