ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეორე ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრები შ. ნონიკაშვილმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული ბიძინაშვილის დარტყმული ბურთი „საბურთალოს“ მეკარე მეგრელიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კაპანაძემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მერე თავად ბიძინაშვილმაც გაიტანა, ფლამარიონმაც და აჭარულმა გუნდმა სეზონის სტარტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის „დინამო“ 8 მარტს გორში „დილას“ დაუპირისპირდება, ხოლო „საბურთალო“ რუსთავში „შუქურას“ შეხვდება.

ბათუმი. “აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 3:1
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (32), 1:1 კაპანაძე (49), 2:1 ბიძინაშვილი (56),
3:1 ფლამარიონი (60)

მკითხველის კომენტარები / 2 /
Saintereso santransfero abdaubda xdeba batumshi,ganacxadshic ar arian zarandia,konate,lamis meore kvarad sheracxuli kvernadze,amomaval varskvlavad gamocxadebuli xarebava... da sad aris es xalxi???
Givi
10:58 04-03-2023
1
საბურთალო ხო გუნდი არ არის
1

სიახლეები პოპულარული