„დილა“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა - 1:1. დებიუტში მასპინძლები გეილიმ დააწინაურა, სადღაც 30-ე წუთისთვის უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და 74-ე წუთზე მამუჩაშვილმა ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო წუთზე პირისპირ გასულ ფლამარიონს გატანა გორელთა უკრაინელმა მეკარე კუჩერენკომ არ დაანება და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 გეილი (3), 1:1 მამუჩაშვილი (74)
თბილისის „დინამომ“ „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელთა 17 წლის ნახევარმცველმა სიგუამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
თბილისი. „ილია კოკაია“
გაგრა - დინამო (თბ) 3:5
გოლები: 0:1 იმრანი (9), 1:1 მარკონდელე (38), 1:2 კამარა (43), 1:3 მარუშიჩი (47), 1:4 სიგუა (48), 1:5 კამარა (55), 2:5 შონია (74), 3:5 შონია (84)
„ტორპედომ“, რომელიც ტურნირის სტარტზე ორ ფრეს დასჯერდა, სტუმრად 2:0 მოუგო „სამტრედიას“. ანგარიში საჯარიმოდან არაბიძემ გახსნა, შემდეგ კი მეტოქის კარი კაჭარავამ დალაშქრა, რომელმაც ქუთაისელთა რიგებში პირველი გოლი გაიტანა.
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 არაბიძე (33), 0:2 კაჭარავა (66)
„საბურთალომ“ 2:1 სძლია „შუქურას“. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს აჭარულ გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 2020 წლის შემდეგ „საბურთალოში“ პირველად ითამაშა მეკარე კუპატაძემ.
რუსთავი. „ტექნიკური ცენტრი“
საბურთალო - შუქურა 2:1
გოლები: 1:0 სილაგაძე (8), 1:1 ჯანელიძე (27), 2:1 სიხარულიძე (31)
„სამგურალმა“ სახლში 1:0 დაამარცხა „თელავი“, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატზე ჯერ გოლი არ გაუტანია.
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
სამგურალი - თელავი 1:0
გოლი: კალანდარიშვილი (42)
მეოთხე ტურის მატჩები 12 და 13 მარტს ჩატარდება.
მაგათი ადგილი მეორე ლიგაშია