თბილისის "დინამომ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში თბილისის „დინამომ“ სტუმრად „თელავთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2), მიმდინარე ტურნირზე პირველად დაკარგა ქულები და სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა - ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერია.

დედაქალაქელები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, შემდეგ კი მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და ფრეს მიაღწიეს.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 სიგუა (15), 0:2 კამარა (33), 1:2 ფირანაშვილი (44), 2:2 აშორტია (66)

დღეს მეხუთე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა

ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ 4:1 სძლია. ფლამარიონიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. „გაგრაში“ პირველად
ითამაშა გუნდში დაბრუნებულმა ოქრიაშვილმა, აგრეთვე პარკაძემ, რომელიც „ბაიერნში“ გადასვლამდე იჯარის წესით იასპარეზებს.

თბილისი. „ილია კოკაია“
გაგრა - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 0:1 ფლამარიონი (19), 0:2 ფლამარიონი (35), 0:3 ღუდუშაური (42), 0:4 ფლამარიონი (51), 1:4 მუსელიანი (59)

„სამტრედიამ“ და „საბურთალომ“ უხვგოლიან მატჩში ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია ორივე გუნდის დაცვაში სუსტი თამაში.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - საბურთალო 3:3
გოლები: 0:1 სილა (4), 1:1 ნაჭყებია (14), 2:1 ჩამბა (17), 2:2 გ. მამაგეიშვილი (20), 2:3 გელაშვილი (53), 3:3 კილასონია (90, პენ)

დღესვე „დილა“ „შუქურას“ უმასპინძლებს, ხოლო ხვალ „სამგურალი“ „ტორპედოს“ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
5ტურია გასული მერამდენე შეცდომა დაუსვა მეკარემ ვინმე Nორმალურია მოსაყვანი აუცილებლად
Moira77
18 მარტი 2023 23:54
0
Dinamo tbiliss rad unda amdeni shemtevi naxevarmcveli?! mwvrtnelmac vegar gaigo vin atamashos da vin ara,amas jobia loria daabrunon karebshi kutaladzes arafers verchi magram gamoucdelia da evropaze gachirdeba dzalian...
Givi
18 მარტი 2023 23:01
1
ბათუმის დინამო ბრავოოოო
ბათუმი ყოჩაღ
18 მარტი 2023 22:26
2
ცხირლიც რომ დაწეროთ კარგი იქნება.
G.LA
18 მარტი 2023 20:37
0

სიახლეები პოპულარული