დინამოების ორხელისუფლებიანობა გრძელდება

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

„თბილისის „დინამომ“ „ტორპედო“ 2:1, ბათუმის „დინამომ“ კი „თელავი“ 4:1 დაამარცხა. დინამოებს 19-19 ქულა აქვთ და ლიდერები არიან.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 იმრანი (45+2), 1:1 მანჯგალაძე (78), 2:1 გონსალვესი (82)

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 პარკინაშვილი (10), 1:1 ზარია (16), 1:2 ტეიდი (64), 1:3 მამუჩაშვილი (68, პენ), 1:4 კონატე (83)
გაძევება: ფაცაცია (52, თელავი)

„შუქურამ“ სარდალიშვილის დუბლით სტუმრად „სამტრედიას“ 2:0
სძლია.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - შუქურა 0:2
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 სარდალიშვილი (32)

ხვალ მეშვიდე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ჩატარდება: „გაგრა“ - „დილა“ და „სამგურალი“ - „საბურთალო“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Რეალობა კი არა შენ ისა ხარ ხმის გამაძლიერებელით რო ყვირის აუტანლად ,,ტორპეეეეეეეეეეეეეეეედო"...სად ვინ გასწავლათ ასეთი შეძახილი?
Რეალობა იცი რა არის?საკუთარის დანახვა არ გინდათ.დინამოზე ლაპარაკობ როცა საკუთარი გუნდი სკოლის გუნდზე უარესად თამაშობს.ერთი ლამაზი კომბინაცია არ უჩვენებია მთელი ჩემპიონატის მანძილზე,ერთი.
Არც კი გრცხვენია და მსაჯების მიკერძოებაზე ლაპარაკობ მარტვილის მერათთან ძალით მოგებული თამაშის მერე.იმის ღონე იხმარა ფედერაციამ და მსაჯებმა რო ტორპედო დარჩენილიყო ლიგაში.თელავთან კაჭარავას სიმულიანტობით დანიშნული პენალტის მერე ხმას როგორ იღებ საერთოდ????
realoba-Ს
15:12 09-04-2023
2
aranairad ar vamartleb torpedos tamashs , metia sachiro tamashis mosagebad, magram dinamos gasagonad vambob chempionta ligaze kruashvili jeneri da xaritona ar imsajeben.arc ikadra msajma aset dazabul tamashze titon gadaexeda epizodi, pirikit ro kopiliko aucileblad dadebda penals, da daydiat kidec .gaixsenet sachempiono tamashi .
realoba
13:01 09-04-2023
1

სიახლეები პოპულარული