დინამოების ორხელისუფლებიანობა გრძელდება

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

„თბილისის „დინამომ“ „ტორპედო“ 2:1, ბათუმის „დინამომ“ კი „თელავი“ 4:1 დაამარცხა. დინამოებს 19-19 ქულა აქვთ და ლიდერები არიან.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 იმრანი (45+2), 1:1 მანჯგალაძე (78), 2:1 გონსალვესი (82)

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 პარკინაშვილი (10), 1:1 ზარია (16), 1:2 ტეიდი (64), 1:3 მამუჩაშვილი (68, პენ), 1:4 კონატე (83)
გაძევება: ფაცაცია (52, თელავი)

„შუქურამ“ სარდალიშვილის დუბლით სტუმრად „სამტრედიას“ 2:0
სძლია.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - შუქურა 0:2
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 სარდალიშვილი (32)

ხვალ მეშვიდე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ჩატარდება: „გაგრა“ - „დილა“ და „სამგურალი“ - „საბურთალო“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სანამ ჩხეტიანი გეყოლებათ მწვრთნელი არაფერი გეშველებათ.მსგავს ამაზზრზენ ფეხბურთს მგონი არცერთი გუნდი აღარ თამაშობს.ამდენი ლეგიონერი გყავთ გუნდში და კაპიკია ყველას ფასი ერთად აღებულის.
Ამ გუნდით და ამ მწვრთნელით გინდათ ევრო ტურნირებზე გამოსვლა? Კაჭარავას იმედზე ხართ მართლა?თელავთან რო გაუვიდა სიმულიანტობა და ტყუილად დაუნიშნეს პენალტი-სხვასთან აღარ გაუვა.კაჭარავამ უნდა დაიკვეხოს ბედი მქონიაო,ნაკრებშიც კი აქვს ტიპს ნათამაშები.არადა ეგ ფეხბურთთან ისეა როგორც გოჭი ტურნიკთან.
ბაბუაწვერა
07:10 09-04-2023
3
გაუშვით ეს ჩხეტიანი 8 მცველით ითამაშა! ლეგენდა კიარა მამაოა :))ტაქტიკა ამას არ აქ და არაფერი ! მოგვადგა ევროტურნირები კარს!
cotne
01:49 09-04-2023
1

სიახლეები პოპულარული