მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

თბილისში „ილია კოკაიაზე“ „გაგრასა“ და „დილას“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. 51-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ თამაშისას წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჯარიმა არ დანიშნეს. ოქრიაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააძევეს.

„სამგურალმა“ ზესტაფონში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. წყალტუბოური გუნდიდან გოლები მეორე ტაიმში დავით მაისაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე არბიტრმა დე
დაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი გააძევა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა ლუკა სილაგაძემ ანგარიში შეამცირა.

შემდეგი ტური 12 და 13 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ბევრი ობიექტური კომენტარია, მაგრამ ჭარბობს ცუდი კომენტარები, საერთო ჯამში, არ იმსახურებს ეს კაცი ასეთ გაკილვას, ამ ეპიზოდში, ცუდად მოიქცა, მაგრამ მსაჯი ბრმა ყოფილა...
გიორგი - 11
10 აპრილი 2023 11:48
5
კუ და მორიელში რომაა - ასეთია ჩემი ბუნებაო
???
10 აპრილი 2023 12:13
0
მე არ მესმის რას ეპირფერებიტ უკვე ასაკგადაცილებულ ყოფიფ ფეხბურტელს მაგისტანები ადრე აბრეშუმის ფაბრიკის და იზოლიტის გუნდებში ზაპასნოები იყვნენ. რომ გააგიჟონ ტრენერები და წაიყვანონ ნაკრებში აგებთ პასუხს???

ნაკრების ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება[მოულოდნელი]


წერწეტა
19 აპრილი 2024 13:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული