"ჟირონა" "შახტარის" ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
XCatalunya.cat-ის მტკიცებით, "ჟირონა" "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველებით კევინით და მარლონ გომესით დაინტერესდა.

კატალონიური გუნდი სავინიომ და ალეიშ გარსიამ დატოვეს და "მეშახტეები" მათ შემცვლელებად სჭირდებათ.

ბრაზილიელები დონეცკურ კლუბში 2024 წლის იანვარში გადავიდნენ და კონტრაქტები 2028 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმეს.

"ჟირონამ" გასულ სეზონში უკრაინის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი - ვიკტორ ციგანკოვი და არტიომ დოვბიკი შეიძინა, რომლებმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული