გაძევება, ვნებათაღელვა - "დინამოების" დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მერვე ტურში ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი 2:2 დასრულდა და სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა.

სტუმრებმა მე-15 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს: ჯერ კონატეს დარტყმული ბურთი მეკარე კერესელიძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ღუდუშაურმა დაასწრო, ხოლო მერე კერესელიძემ გამოსვლაზე „კარი დაკარგა“ და ფლამარიონმა გაიტანა. 41-ე წუთზე იმრანი მცველებს გასცდა და ანგარიში შეამცირა. კომპენსირებულ დროში მსაჯმა აჭარული გუნდის ნახევარმცველ ალთუნაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა, რამაც ტრიბუნებზე გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

რიცხობრივ უმეტესობაში მყოფი
დედაქალაქელები მეორე ტაიმში უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს, სხირტლაძემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ბათუმის „დინამო“ 21 აპრილს სამტრედიაში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის „დინამო“ იმავე დღეს გორში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 1:0 ღუდუშაური (16), 2:0 ფლამარიონი (24), 1:2 იმრანი (41), 2:2 სხირტლაძე (76)
გაძევება: ალთუნაშვილი (45+1)

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგარი გამიკვირდა. დღევანდელ თამაშს ტრიბუნებიდან ვუყურე და მხოლოდ მსაჯის და კობიაშვილის გოლი დამაკლდა. რატომღაც მომეჩვენა რომ მსაჯს და ფედერაციას ვეთამაშეთ. ტფუი
roma bejanidze
00:07 13-04-2023
8
ნონიკაშვილი არის უსირცხვილო, მოვიკითხოთ მისი კეთილი ხალხი
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული