სტუმრებმა მე-15 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს: ჯერ კონატეს დარტყმული ბურთი მეკარე კერესელიძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ღუდუშაურმა დაასწრო, ხოლო მერე კერესელიძემ გამოსვლაზე „კარი დაკარგა“ და ფლამარიონმა გაიტანა. 41-ე წუთზე იმრანი მცველებს გასცდა და ანგარიში შეამცირა. კომპენსირებულ დროში მსაჯმა აჭარული გუნდის ნახევარმცველ ალთუნაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა, რამაც ტრიბუნებზე გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.
რიცხობრივ უმეტესობაში მყოფი დედაქალაქელები მეორე ტაიმში უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს, სხირტლაძემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ბათუმის „დინამო“ 21 აპრილს სამტრედიაში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის „დინამო“ იმავე დღეს გორში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 1:0 ღუდუშაური (16), 2:0 ფლამარიონი (24), 1:2 იმრანი (41), 2:2 სხირტლაძე (76)
გაძევება: ალთუნაშვილი (45+1)